უნგრეთისა და ესპანეთის ნაკრებები წყალბურთში ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებენ | ბუდაპეშტი 2020
უნგრეთისა და ესპანეთის ნაკრებები წყალბურთში ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებენ | ბუდაპეშტი 2020

დღეს ევროპას ახალი ჩემპიონი ეყოლება.

ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე წყალბურთში ერთმანეთს უნგრეთისა და ესპანეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

უნგრეთისა და ესპანეთის ეროვნულმა გუნდებმა ჩემპიონატზე ბრწყინვალედ იასპარეზეს და ფინალში დამსახურებულად გავიდნენ.

ევროპის ჩემპიონატის მასპინძლებმა და ტურნირის ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტებმა ნახევარფინალში მონტენეგროს ეროვნული ნაკრები ანგარიშით 10:8 დაამარცხეს და დღეს ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებენ.

ესპანეთის ნაკრებმა ფინალური საგზური ხორვატიასთან გამართულ მატჩში მოიპოვა და მეტოქე მძიმე ბრძოლაში მინიმალური სხვაობით დაამარცხა – 9:8.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულმა გუნდმა შესანიშნავად იასპარეზა და კონტინენტის ათ საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვდა.

უნგრეთი-ესპანეთის მატჩი თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება და ბუდაპეშტიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.