ბუდაპეშტის აეროპორტში ფრენები დროებით შეწყდა
ბუდაპეშტის აეროპორტში ფრენები დროებით შეწყდა

ბუდაპეშტის აეროპორტში ფრენები დროებით შეწყდა. ამის მიზეზი უპილოტო საფრენი აპარატია, რომელიც აეროპორტის საჰაერო სივრცეში უკვე მეორედ დააფიქსირეს.

ანალოგიური ინციდენტი 14 ოქტომბერსაც მოხდა, რა დროსაც ფერენც ლისტის სახელობის აეროპორტმა მუშაობა დროებით, საათნახევრის განმავლობაშიმ შეაჩერა.

„ხუთი თვითმფრინავი და ბორტზე მყოფი ათასობით მგზავრი ვერ ეშვებოდა, რადგან დრონები ასაფრენი ბილიკის სიახლოვეს დაფრინავდნენ. ამის გამო აეროპორტი დროებით დაიხურა,“ – ნათქვამია უნგრეთის საჰაერო სივრცის მაკონტროლებელი უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.