„სამტრედიამ“ თურქულ შეკრებაზე დღეს მორიგი ამხანაგური მატჩი რუმინეთის „დუნარეა კალარასთან“ ჩაატარა.
ანგარიში 55-ე წუთზე გიორგი ერისთავმა გახსნა და „სამტრედია“ 1:0 დაააწინაურა. 89-ე წუთზე დანიშნული პენალტით რუმინელებმა ანგარიშის გაათანაბრეს და საბოლოოდ, შეხვედრა 1:1 დასრულდა.
„სამტრედიას“ მორიგი ახალწვეული ჰყავს – კლუბის პრესსამსახურის ცნობით, ეროვნული ლიგის მესამედადგილოსან კლუბში მურთაზ დაუშვილი ჩაირიცხა. საქართველოს ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი „სამტრედიას“ თურქეთში ხვალიდან შეუერთდება.
შეიძლება ითქვას, ეს მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი გამორჩეული ტრანსფერია, რადგან ეროვნულ ლიგაში საქართველოს ნაკრების წევრები თითქმის არ თამაშობენ.