ბრუკლინში, პალესტინის მხარდამჭერ აქციაზე პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა
ბრუკლინში, პალესტინის მხარდამჭერ აქციაზე პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა

ბრუკლინში, პალესტინის მხარდამჭერ აქციაზე პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. გავრცელებული ცნობით, დემონსტრაციას 200-მდე პირი ესწრებოდა. მათ ნიუ იორკის ქუჩებში პალესტინის დროშებითა და მხარდამჭერი ლოზუნგებით მსვლელობა მოაწყვეს.

ადგილი ჰქონდა სამართალდამცველებთან დაპირისპირების რამდენიმე ეპიზოდსაც.

ბოლო პერიოდში ღაზაში ომის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ამერიკის 60-ზე მეტ უნივერსიტეტსა და კოლეჯში მიმდინარეობდა.

აქციის მონაწილეები ამერიკის ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეწყდეს ისრაელისთვის იარაღის მიწოდება.