ბრუკლინის დამკრძალავ ბიუროსთან, სატვირთო მანქანებში ათობით ცხედარი აღმოაჩინეს
ბრუკლინის დამკრძალავ ბიუროსთან, სატვირთო მანქანებში ათობით ცხედარი აღმოაჩინეს

ნიუ იორკში, ბრუკლინის დამკრძალავ ბიუროსთან, სატვირთო მანქანებში ათობით ცხედარი აღმოაჩინეს. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს. როგორც მედიასაშუალება წერს, სამართალდამცველების ყურადღება სატვირთო მანქანამ მას შემდეგ მიიქცია, რაც მეზობლებისგან უსიამოვნო სუნის შესახებ შეტყობინება მიიღეს.

ათობით ცხედარი ბრუკლინში, ერთ-ერთ დამკრძალავ ბიუროსთან მდგარ ორ სატვირთო მანქანაში იპოვეს. „ეიბისი ნიუსის“ ინფორმაციით, მანქანებში 100-მდე ცხედარი იყო. როგორც დამკრძალავი ბიუროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, კომპანიის სამაცივრე საწყობი მწყობრიდან გამოვიდა.

როგორც გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი“ აღნიშნავს, კორონავრიუსის პანდემიის დაწყებიდან ქალაქ ნიუ იორკში „კოვიდ-19“-ით 14 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო რამდენიმე კვირაა, ნიუ იორკის საავადმყოფოები, დამკრძალავი ბიუროებო, კრემატორიუმები, სასაფლაოები დატვირთვას ვერ აუდიან.