ნიუ-იორკის ჩრდილო აღმოსავლეთით, ბრონქსში ხანძრის შედეგად დაღუპულთა ცხედრების იდენტიფიკაცია მიმდინარეობს. გარდაცვლილთა შორის სამი ბავშვია: ერთი, ორი და შვიდი წლის. საერთო ჯამში, ხანძარს 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ოთხის მდგომარეობა კრიტიკულია.
წინასწარი გამოძიების თანახმად, ხანძარი პირველ სართულზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში გაზქურის აფეთქებამ გამოიწვია. პოლიციის კომისრის, დანიელ ნიგროს განცხადებით, გაზქურა ჩართული ამ ბინაში მცხოვრებმა მოზარდმა დატოვა.
ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლასიომ განაცხადა, რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში ნიუ-იორკში ასეთი მასშტაბური ხანძარი არ ყოფილა. ცეცხლის ლოკალიზებას 130 მეხანძრე ცდილობდა.