ბრიუსელში უკრაინა-ევროკავშირის არაფორმალური სამიტი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკსა და ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერს შეხვდა.
როგორც მოგვიანებით ტუსკმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, მინისამიტზე განიხილებოდა უკრაინა-ევროკავშირის ურთიერთობებში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მიღწეული პროგრესი. ასევე, იმსჯელეს მომავალი ხუთი წლის პრიორიტეტებზე.
თავს მხრივ, პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ ევროპელმა ლიდერებმა არაფორმალურ სამიტზე უკრაინის უპირობო და მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურეს.