ბრიუსელში პოლიციამ „კოვიდ-19“-ის გამო შეზღუდვების გასაპროტესტებლად შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი აეროზოლი გამოიყენა
ბელგიის პოლიციამ ბრიუსელში „კოვიდ-19“-ის გამო დაწესებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი აეროზოლი გამოიყენა.
როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ბრიუსელის ცენტრში, პარკში შეზღუდვების წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე დაახლოებით ათასი ადამიანი შეიკრიბა. მათი ნაწილი ნიდერლანდებიდან და გერმანიიდან ჩავიდა.
მოგვიანებით მომიტინგეებმა მსვლელობა გამართეს ევროკომისიის შენობისკენ. აქციის მონაწილეები ასევე ევროპული ქვეყნების ვაქცინაციის პოლიტიკას აპროტესტებდნენ.