ბრიუსელში პოლიცია სპეცოპერაციას ატარებს.
სამართალდამცველებს ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ტერიტორია აქვს ბლოკირებული.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, შენობაში შეიარაღებული მამაკაცი იმყოფება.
პოლიციამ მოსახლეობას მოუწოდა, თავი შეიკავოს სახლიდან გამოსვლისგან.