ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი ტელეკონფერენციის ფორმატში ჩატარდება
ბრიუსელში, 2 აპრილს ჩანიშნული ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი ტელეკონფერენციის ფორმატში ჩატარდება.
ბელგიაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ბრიუსელში მინისტერიალი არ შედგება. ნატო-მ შეხვედრის დისტანციურად გამართვის გადაწყვეტილება მიიღო.
ონლაინ მინისტერიალს ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ნატო-ს ვებგვერდზეა გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
„კოვიდ-19“-ის ვირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად საგანგებო შეზღუდვები ნატო-ს გენერალურ შტაბბინაშიც მოქმედებს. მათ შორის მკაცრად აკრძალულია ვიზიტორების, მედიისა და არა ძირითადი თანამშრომლების შტაბბინაში დაშვება.
ბელგიაში საგანგებო ზომები, მთავრობის გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან მოქმედებს.