მიგრანტებისათვის მხარდაჭერის გამოსახატად, ასევე ბელგიის მთავრობის საიმიგრაციო პოლიტიკის გასაპროტესტებლად ათასობის დემონსტრანტი გამოვიდა ბრიუსელის ქუჩებში.
საპროტესტო აქციის მონაწილეებს ხელში ბანერები ეჭირათ, რომლებზე დატანილი ძირითადი გზავნილი იყო, რომ მიგრანტობა კრიმინალი არ არის და მიგრაციის საკითხებში სახელმწიფო მდივანი თეო ფრანკენი უნდა გადადგეს.
მემარჯვენე ფრთის წარმომადგენელი ფრანკენი გასულ წელს მედიის ფურცლებზე მოხვდა, რადგან დატყვევებული ალეპოდან გამოქცეულ სირიელ დევნილებს ჰუმანიტარულ ვიზებს არ აძლევდა.
დემონსტრანტებმა მსვლელობა მოაწყვეს მაქსიმილიანის პარკის მიმართულებით, სადაც 2015 წლის შემდეგ ლტოლვილის სტატუსის მისაღებად რიგში მდგომი მიგრანტების ბანაკია მოწყობილი.