ბრიუსელში მიგრანტები პოლიციელებს თავს დაესხნენ. თავდასხმის შედეგად დაშავებულია ორი პოლიციელი. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პოლიციამ გაფრთხილების მიზნით გაისროლა.
სამართალდამცველებმა 16 მიგრანტი დააკავეს. დაპირისპირება ბრიუსელის ჩრდილო – დასავლეთით მოხდა. რაიონში პოლიცია პატრულირებდა. მათ ავტოსადგომზე რამდენიმე საეჭვო პირი შენიშნეს, ისინი ბრიტანეთისკენ მიმავალ სატვირთო ავტომობილში შეპარვას ცდილობდნენ.
პოლიციის მიახლოებისას ეჭვმიტანილები დაიმალნენ. სამართალდამცველებმა ადგილის დათვალიერება დაიწყეს, რა დროსაც მათ ხელკეტებით შეიარაღებული დაახლოებით 40 ადამიანი თავს დაესხა.