ბრიუსელში კარლეს პუიჩდემონისა და კატალონიის ყოფილი მთავრობის ოთხი წევრის სასამართლო მიმდინარეობს
ბრიუსელში კატალონიის ყოფილი პრეზიდენტის, კარლეს პუიჩდემონისა და ყოფილი მთავრობის ოთხი წევრის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ბრიუსელიდან იტყობინება, სხდომა დახურულია. პროცესზე კატალონიის ყოფილი მთავრობის ლიდერისა და ყოფილი მინისტრების ესპანეთში ექსტრადიციის საქმეს განიხილავენ. პრესას ადვოკატები და პროკურატურის წარმომადგენლები სხდომის შემდეგ გაესაუბრებიან.
როგორც სასამართლოში განაცხადეს, შესაძლოა პროცესი მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდეს და მოსამართლემ გადაწყვეტილება დღეს არ მიიღოს და შემდეგი პროცესის თარიღი დანიშნოს.
კარლეს პუიჩდემონის ადვოკატის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებას ექსტრადიციის შესახებ პირდაპირი გავლენა ექნება კატალონიაში დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც 21 დეკემბერს გაიმართება.
სასამართლო პროცესი მიმდინარეობს მადრიდშიც. რამდენიმე წუთის წინ სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყოფილი ხელისუფლების 6 წევრი გირაოს გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. კატალონიის ყოფილი ვიცე- პრეზიდენტი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.