ბრიუსელში განახლდა ულტრამემარჯვენე კონსერვატორების კონფერენცია, რომელიც მანამდე პოლიციამ შეაჩერა
ბრიუსელში განახლდა ულტრამემარჯვენე კონსერვატორების კონფერენცია, რომელიც მანამდე პოლიციამ შეაჩერა

ბრიუსელში განახლდა ულტრამემარჯვენე კონსერვატორების კონფერენცია, რომელიც მანამდე პოლიციამ შეაჩერა. როგორც „ასოშიეთედ პრესი“ წერს, ორდღიანი კონფერენციის სტუმრებს შორის იქნება უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი.

ღონისძიების პირველ დღეს პოლიციამ ის შეაჩერა და ამის მიზეზად არეულობის საფრთხე დაასახელა. ორგანიზატორებმა ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს. მოსამართლემ მათი სარჩელი დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, მუნიციპალური მთავრობის განკარგულებით ულტრამემარჯვენე კონსერვატორი პოლიტიკოსების კონფერენციის შეჩერება გააკრიტიკა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრ დე კროომ. მისი თქმით, სიტყვისა და შეკრების თავისუფლება ბელგიის კონსტიტუციითაა დაცული და მისი შელახვა დაუშვებელია.