ბრიუსელში ფერმერებმა საპროტესტო აქციაზე საბურავები დაწვეს, სამართალდამცავებმა წყლის ჭავლი გამოიყენეს
ბრიუსელში ფერმერებმა საპროტესტო აქციაზე საბურავები დაწვეს. როგორ „როიტერი“ იუწყება, დემონსტრანტებმა პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედვად, ბელგიის დედაქალაქის ცენტრში საბურავები დაყარეს და ცეცხლი წაუკიდეს. სამართალდამცავებმა წყლის ჭავლი გამოიყენეს.
საპროტესტო აქციებში მონაწილე ფერმერები ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან იაფფასიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტის შეზღუდვას, ბიუროკრატიული და გარემოსდაცვითი რეგულაციების შემსუბუქებას და მცირე ფერმების მფლობელებისთვის სუბსიდიების გაზრდას ითხოვენ.
ევროპელი ფერმერები ანალოგიური მოთხოვნებით დემონსტრაციებს უკვე ერთი კვირაა, მართავენ. აქციები იმართება ბელგიაში, გერმანიაში, ნიდერლანდებში, პოლონეთში, ესპანეთში, იტალიასა და საბერძნეთში.