ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ხვალ გაიმართება
ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ხვალ გაიმართება. მინისტრები ბელარუსის, ირანის, მიანმარისა და ეთიოპიის საკითხებს განიხილავენ.
ასევე, იმსჯელებენ ევროკავშირი-რუსეთის ურთიერთობებზე, საერთო ევროპულ უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე.
მოგვიანებით კი, შეხვედრას ვიდეოზარის საშუალებით შეუერთდება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და მხარეები ევროკავშირი-აშშ-ის ურთიერთობებზე მოსაზრებებს გაცვლიან.