ბრიუსელში ევროკავშირის მინისტრები თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე მსჯელობენ
ბრიუსელში ევროკავშირის მინისტრები თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე მსჯელობენ

ბრიუსელში ევროკავშირის თავდაცვის მინისტრები თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში მუდმივი სტრუქტურირებული თანამშრომლობის (PESCO) საკითხს განიხილავენ.

ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი აქვეყნებს. მინისტერიალის დაწყებამდე საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ფედერიკა მოგერინიმ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის ახალი ქსელის შექმნას ისტორიული მომენტი უწოდა.

„ეს არის ისტორიული მომენტი. მინისტრები მიიღებენ პირველ ფორმალუ გადაწყვეტილებებს PESCO-ს პროექტებზე და იმ წევრ სახელმწიფოებზე, რომლებიც ამ პროექტებში ჩაერთვებიან“, – განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.

ამას გარდა, როგორც ევროკომისარმა აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე მინისტრები ევროკავშირის მისიებსა და ოპერაციებზე იმსჯელებენ და ნატო-სთან თანამშრომლობას განიხილავენ.

ევროკავშირის 25 წევრი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის ახალი ქსელის შექმნაზე 2017 წლის დეკემბერში შეთანხმდნენ. ინიციატივაში არ მონაწილეობენ ბრიტანეთი, დანია და მალტა.