ბრიუსელში ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება
ბრიუსელში ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება

ბრიუსელში ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება. შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემები უსაფრთხოება და მიგრაციაა.

მინისტრები ყურადღებას გაამახვილებენ არსებული მიგრაციული პოლიტიკის განხორციელებაზე, ასევე იმ ზომებზე, რომელთა განხორციელებაც შესაძლოა, საჭირო გახდეს.

„ჩვენ უსაფრთხოების საკითხებზე გავამახვილებთ ყურადღებას, ასევე ვიმსჯელებთ მიგრაციაზე. პირველ რიგში, ჩვენ მოვუწოდებთ მინისტრებს, რომ მიიღონ ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივა საინფორმაციო სამსახურების თავსებადობის შესახებ. ჩვენ მეტი უნდა ვიმუშაოთ და მივმართოთ ჩვენი ძალისხმევა, რომ მგზავრთა მონაცემების შესახებ შეთანხმება მაისის ბოლომდე დამტკიცდეს. ამის შემდეგ მათ მოვუწოდებ, რომ უფრო მეტი გააკეთონ, ინტერნეტში ტერორისტული მასალების წინააღმდეგ საბრძოლველად, შემდეგ კი გააღრმავონ თანამშრომლობა სამხედრო სამსახურებსა და ჩვენს სააგენტოებს შორის ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის ფარგლებში“, – განაცხადა მიგრაციის საკითხებში ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა.

ამავე დროს, დიმიტრის ავრამოპულოსმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის საზღვრის არალეგალურად გადაკვეთის შემთხვევებმა 2014 წელთან შედარებით 30 %-ით იკლო.

„თუმცა ამაზე არ უნდა გავჩერდეთ და უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ. ამ მხრივ თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. ველოდები, რომ მოლაპარაკებები იქნება ნაყოფიერი და კონსტრუქციული“, – განაცხადა დიმიტრის ავრამოპულოსმა.

ამას გარდა, მინისტერიალის მონაწილეები დასავლეთ ბალკანეთთან თანამშრომლობასა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე ისაუბრებენ.