ბრიუსელში ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრები მიგრაციის საკითხზე იმსჯელებენ
ბრიუსელში ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრები მიგრაციის საკითხზე იმსჯელებენ

8-9 მარტს ბრიუსელში ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება.

შეხვედრაზე  მთავარი განსახილველი თემა უსაფრთხოების საკითხები იქნება. როგორც ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეხვედრაზე მიგრაციის საკითხზე მსჯელობა იგეგმება.

მინისტრები ყურადღებას გაამახვილებენ არსებული მიგრაციული პოლიტიკის განხორციელებაზე, ასევე იმ ზომებზე, რომელთა განხორციელებაც შესაძლოა, საჭირო გახდეს.

ევროკავშირის საბჭოს მონაცემებით, 2017 წელს ევროკავშირისა და წევრ სახელმწიფოების მიერ გარე საზღვრების დასაცავად განხორციელებულმა ქმედებებმა შედეგი გამოიღო.

2017 წელს ევროკავშირის საზღვრის არალეგალურად გადაკვეთის შემთხვევები 2016 წელთან შედარებით, 60%-ით ნაკლები იყო.

ამას გარდა, მინისტერიალის მონაწილეები დასავლეთ ბალკანეთთან თანამშრომლობასა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე ისაუბრებენ.