ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის რეკომენდაციების განხილვის მიზნით, ბრიუსელში ოფიციალური შეხვედრები გაიმართა
25 მარტს ბრიუსელში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის ხელმძღვანელობით, გაიმართა ქართულის მხარის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ეკონომიკურ საკითხებზე ევროკავშირის გაფართოების 2023 წლის ანგარიშის რეკომენდაციების განხილვის მიზნით.
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა შიდა ბაზრის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული, თავებით გათვალისწინებული რეკომენდაციები.
კონკრეტულად, თემატური შეხვედრები შედგა საქონლის თავისუფალი გადაადგილების, საწარმო და სამრეწველო პოლიტიკის, დაფუძნების უფლების და მომსახურების გაწევის თავისუფლების, სახელმწიფო შესყიდვების, კონკურენციის პოლიტიკის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების, გარემო და კლიმატის ცვლილებისა და სურსათის უვნებლობის, ვეტერინარული და ფიტოსანიტარული პოლიტიკის თავებით გათვალისწინებულ შეფასებებზე და რეკომენდაციებზე.
ევროკავშირის მხრიდან გაკეთდა განმარტებები იმ ნაბიჯებთან დაკავშირებულ მოლოდინებზე, რაც უნდა გადადგას საქართველომ, როგორც კანდიდატმა ქვეყანამ, შემდგომი პროგრესის საჩვენებლად. ქართული მხარე გააგრძელებს რეკომენდაციების შესრულებას და შესაბამისი პროგრესი ასახული იქნება ევროკავშირის მომდევნო შეფასებაში, რომელიც წლის ბოლოსათვის არის დაგეგმილი.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.