ბრიუსელში ევროკავშირი-აშშ-ის სამიტი დაიწყო. მსგავსი სამიტი ბოლო შვიდი წლის განმავლობაში პირველად ტარდება.
შეხვედრაში მონაწილეობენ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.
როგორც სამიტის დაწყებამდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, აშშ-სა და ევროკავშირს შორის პარტნიორობა კვლავ განმტკიცდა.
როგორც ევროკავშირში აცხადებენ სამიტის ფარგლებში, ევროკავშირი და აშშ სხვადასხვა საკითხზე პოლიტიკის კოორდინაციას შეეცდებიან, მათ შორისაა ურთიერთობები რუსეთთან და ჩინეთთან. მხარეებს ამ საკითხზე საერთო მიდგომის ჩამოყალიბება სურთ.