ბრიუსელში დღეს აშშ-ევროკავშირის სამიტი გაიმართება. მაღალი დონის შეხვედრაზე ევროკავშირის მხრიდან წარმოდგენილი იქნებიან ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.
სამიტში აშშ-ის მხრიდან მონაწილეობას მიიღებს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.
როგორც ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზეა აღნიშნული, ლიდერები განიხილავენ საერთო საკითხებს, როგორიცაა კორონავირუსი, კლიმატი, ვაჭრობა და ინვესტიციები, ტექნოლოგიები, საგარეო საკითხები და საერთო ღირებულებები.
სამიტის დასასრულს ევროკავშირისა და აშშ-ის ლიდერები ერთობლივ განცხადებას გამოაქვეყნებენ.