ბრიუსელის თანამედროვე ხელოვნების ცენტრი ქართული ფილმების რეტროსპექტივას უმასპინძლებს
ბრიუსელის თანამედროვე ხელოვნების ცენტრი BOZAR ქართული ფილმების რეტროსპექტივას 17 იანვრიდან 23 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს.
ღონისძიება ფესტივალის BRIDGES. EAST OF WEST FEST ფარგლებში გაიმართება, სადაც ქართული კინო შემდეგი პროგრამით იქნება წარმოდგენილი:
„როცა დედამიწა მსუბუქია“, „საშიში დედა“, „მძევლები“, „ცისფერი მთები“, „დედე“.
აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი ქართული ფილმების ავტორებს დამსწრე საზოგადოება კითხვა-პასუხის ფორმატში გაესაუბრება.