ბრიუს ბაფერი „ოქტაგონის“ მთავარ გამომცხადებლად კიდევ მინიმუმ 10 წელი იმუშავებს
ბრიუს ბაფერი „ოქტაგონის“ მთავარ გამომცხადებლად კიდევ მინიმუმ 10 წელი იმუშავებს

ბრიუს ბაფერი არსად წასვლას არ აპირებს. აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის, ოქტაგონის მთავარი ხმა უკვე 25 წელია UFC-თან თანამშრომლობს.

„ყოველთვის 150 პროცენტით ვიხარჯები, როდესაც „ოქტაგონზე“ შევდივარ. მუდმივად ვიმეორებ – ყოველ შაბათს უნდა ავიდე „ოქტაგონზე“ და დავამტკიცო, რომ ამ სამუშაოს ვიმსახურებ. მაშინაც კი, როდესაც გამოცხადება მაყურებლების გარეშე მიწევს. როდესაც ვუყურებ ისეთ ორ დიდებულ მებრძოლს, როგორებიც, მაგალითად, სტიპე მოიჩიჩი და დანიელ კორმიე (დისი) არიან, ჩემთვის ეს ერთნაირად საპასუხისმგებლო და ემოციურია. ვგრძნობ, რომ ენთუზიაზმი კიდევ მრავალი წლის მანძილზე არ ჩამიქრება. „ოქტაგონზე“ ჩემს ხმას მინიმუმ 10 წელი კიდევ მოისმენთ,“ – განაცხადა ბაფერმა BJPENN-თან საუბრისას.