ბრიტანულმა გამოცემამ, FourFourTwo-მ 2000-იანი წლების საუკეთესო მწვრთნელად მარჩელო ლიპი დაასახელა #1TVSPORT
ცნობილმა ბრიტანულმა საფეხბურთო გამოცემამ, FourFourTwo-მ 2000-2009 წლების საუკეთესო მწვრთნელად იტალიის ნაკრების ყოფილი დამრიგებელი მარჩელო ლიპი დაასახელა.
მარჩელო ლიპიმ 2003 წელს ტურინის „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა, ხოლო იტალიის ნაკრებთან ერთად 2006 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.
მეორე ადგილზე პორტუგალიელი ჟოზე მოურინიო გავიდა, ხოლო მესამე ადგილი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარულმა მწვრთნელმა, სერ ალექს ფერგიუსონმა დაიკავა.
გამოცემის ვერსიით საუკეთესო მწვრთნელთა ათეული ასე გამოიყურება:
10. გუს ჰიდინკი (ნიდერლანდები)
9. ფაბიო კაპელო (იტალია)
8. არსენ ვენგერი (საფრანგეთი)
7. ლუის ვან გაალი (ნიდერლანდები)
6. ოტმარ ჰიტცფელდი (გერმანია)
5. კარლო ანჩელოტი (მილანი)
4. ჯოვანი ტრაპატონი (იტალია)
3. სერ ალექს ფერგიუსონი (შოტლანდია)
2. ჟოზე მოურინიო (პორტუგალია)
1. მარჩელო ლიპი (იტალია)