ლიპი ჩინეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დაბრუნდა
ლიპი ჩინეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დაბრუნდა

იტალიის ნაკრებისა და „იუვენტუსის“ ყოფილი დამრიგებელი მარჩელო ლიპი ჩინეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დაბრუნდა. შეგახსენებთ, რომ იტალიელმა სპეციალისტმა ნაკრები ოთხი თვის წინ აზიის თასიდან მეოთხედფინალში გამოვარდნის შემდეგ დატოვა.

ლიპი ჩინეთის ნაკრებს 2016 წლიდან წვრთნიდა. მის შემდეგ აზიელებს იტალიის ნაკრების, „იუვენტუსის“ და „რეალის“ ყოფილი ფეხბურთელი ფაბიო კანავარო ხელმძღვანელობდა, რომელმაც აპრილის ბოლოს დატოვა დაკავებული თანამდებობა. მისმა გაწვრთნილმა ნაკრებმა ორი მატჩი გამართა – ტაილანდის და უზბეკეთის ეროვნულ ნაკრებებთან და ორივეში დამარცხდა.