ბრიტანული პრესა - საქართველომ გაზარდა ზეწოლა ექვსი ერის ორგანიზატორებზე
ბრიტანული პრესა - საქართველომ გაზარდა ზეწოლა ექვსი ერის ორგანიზატორებზე

უელსისა და საქართველოს ტესტ-მატჩის შემდეგ, ბრიტანული პრესის შეფასება ერთ მთავარ აზრამდე მიდის – საქართველო კიდევ უფრო მიუახლოვდა ექვსი ერის ტურნირს.

BBC

„14 ახალი მორაგბით უელსს იოლი მოგების მიღწევა და ამით შთაბეჭდილების მოხდენა სურდა ახალ ზელანდიასთან მატჩის წინ, მაგრამ უორენ გეთლანდს წარუმატებელი ექსპერიმენტი გამოუვიდა“.

„საქართველოს ნაკრები, რომელიც რეიტინგში იტალიაზე ზემოთ იმყოფება, კარგი თამაშით ამყარებს თავის მოთხოვნას ექვს ერში მოხვედრაზე“.

Daily Mail

„საქართველოს ნაკრებმა შერკინებაში დაჩაგრა უელსი და მეორე ტაიმში დიდებული დაცვა ითამაშა.

„წაგების მიუხედავად, საქართველოს მოთხოვნამ ექვს ერში შესვლაზე კიდევ უფრო ხმამაღლა გაიჟღერა და მალე ეს ყვირილში გადაიზრდება“.

The Telegraph

„საქართველო ახლოს იყო რაგბის ისტორიაში მეორე დიდ სენსაციასთან (პირველი იყო 2015 წლის მსოფლიოს თასზე იაპონიის მოგება სამხრეთ აფრიკაზე).

„ამ მატჩის შემდეგ, გაიზარდა ზეწოლა ექვსი ერის ტურნირის ორგანიზატორებზე“.

უელსმა ძალიან მალე უნდა დაივიწყოს ეს მოგება და იფიქროს ზელანდიასთან მატჩზე“.

The Guardian

„ყოფილმა საბჭოთა ქვეყანამ ბოლო ათწლეულში უდიდესი პროგრესი აჩვენა და ახლა, უკვე რეალურად იბრძვის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს სარაგლო ელიტასთან შეერთებაზე. ამბიციური ქართველები კარგად იყენებენ ტესტ-მატჩების სახით ბოძებულ შანსებს“.

„ყველაზე დიდი სკეპტიკოსიც კი ვერ წარმოიდგენდა, რომ უელსი ასე იწვალებდა მოგების შესანარჩუნებლად“.

კარდიფში, უელსის მთავარ სტადიონზე​ უელსი-საქართველოს სარაგბო მატჩი ანგარიშით 13:6 დასრულდა. ​