ბრიტანული მედია - დონალდ ტრამპი დიდი ბრიტანეთს ევროკავშირის დატოვებას ვალების გასტუმრების გარეშე ურჩევს
დონალდ ტრამპი დიდი ბრიტანეთს ევროკავშირის დატოვებას ვალების გასტუმრების გარეშე ურჩევს. ამის შესახებ განცხადება დონალდ ტრამპმა „სანდეი თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„თუ დიდი ბრიტანეთი სასურველ შეთანხმებას ვერ მიიღებს, მე მათ ადგილზე წავიდოდი. თუ შეთანხებას ვერ იღებ უნდა წახვიდე“, – განაცხადა ტრამპმა.
ამავე ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირს 50 მილიარდი დოლარის ოდენობით ვალი არ უნდა გადაუხადოს.
„მე არ გადავიხდიდი. ასეთი ვარ მე. ეს ძალიან დიდი თანხაა“, – ამბობს ტრამპი.
აშშ-ის პრეზიდენტი დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას ურჩევს ევროკავშირიდან გასვლის შესახებ მოლაპარაკებებში, ევროკავშირის მოწინააღმდეგე პოპულისტი ნაიჯელ ფარაჯი ჩართონ. მანამდე ბრიტანულ გამოცემა „სანთან“ ინეტრვიუში ტრამპმა მხარი დაუჭირა დიდი ბრიტანეთის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ ბორის ჯონსონს.
შეგახსენებთ, რომ ბრიტანული „სანდეი თაიმსი“ და სანი“, ისევე როგორც „ფოქს ნიუსი“, ულტრაკონსერვატორ მედიამაგნატ რუპერტ მერდოკს ეკუთვნის.