ბრიტანული კინოდაჯილდოების, „ბაფტას“ წლევანდელი ნომინანტები ცნობილია
კინოს სამყაროში ყველაზე პრესტიჟული დაჯიდლოების ცერემონიის, „ბაფტას“ წლევანდელი ნომინანტები ცნობილია.
„ბრიტანეთის კინოსა და ტელევიზიის აკადემია“ წელს დაჯილდოების 70-ე, საიუბილეო ცერემონიალს გამართავს.
ყველაზე მეტი, 12 ნომინაცია რეჟისორ იორგოს ლანტიმოსის ფილმმა „რჩეული“ მოიპოვა.
7 ნომინაციაში წარდგენილია შემდეგი სურათები: „ბოჰემური რაფსოდია,“ „პირველი ადამიანი,“ „რომი,“ „ვარსკვლავის დაბადება,“
5 ნომინაცია მოიპოვა ფილმებმა „ვაის,“ „შავი კუკლუქს კლანი,“ ხოლო 4 ნომინაცია ერგო სურათებს – „ცივი ომი“ და „მწვანე წიგნი.“
საუკეთესო ფილმის ნომინაციაზე წარდგენილია: „შავი კუკლუკს კლანი,“ „რჩეული,“ „მწვანე წიგნი,“ „რომა“ და „ვარსკვლავის დაბადება.“
საუკეთესო ბრიტანული ფილმის ნომინაციაზე- „მხეცი,“ „ბოჰემური რაფსოდია,“ „რჩეული,“ „მაქქუინი,“ „სტენი და ოლი,“ და „აქ არ იყავი.“
საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაზე- სპაიკ ლი („შავი კუკლუკსკლანი“), პაუელ პაულიკოვსკი („ცივი ომი“), იორგოს ლანტიმოსი („ფავორიტი“), ალფონსო კუარონი („რომა“) და ბრედლი კუპერი („ვარსკვლავის დაბადება).
საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაზე წარდგენილი არიან: გლენ კლოუზი – „მეუღლე“, ლედი გაგა -„ვარსკვლავის დაბადება“, მელისა მაქკარტი – „ოდესმე მაპატიებ?“, ოლივია კოლმანი – „რჩეული“, ვიოლა დევისი – „ქვრივები“.
საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაციაზე წარადგინეს ბრედლი კუპერი – „ვარსკვლავის დაბადება“, კრისტიან ბეილი – „ვაის“, რემი მალეკი – „ბოჰემური რაფსოდია“, სტივ კუგანი – „სტენი და ოლი“ და ვიგო მორტენსენი – „მწვანე წიგნი“
მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი ქალის ნომინაციაზე – ემი ადამსი – „ვაის“, კლეირ ფოი – „პირველი ადამიანი“, ემა სტოუნი – „ფავორიტი“, მარგო რობი – „მერი, შოტლანდიელების დედოფალი“ და რეიჩელ ვაისი – „ფავორიტი“.
მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი მამაკაცის ნომინაციაზე წარდგენილი არიან: ადამ დრაივერი – „შავი კუკლუსკლანი“, მაჰერშალა ალი – „მწვანე წიგნი“, რიჩარდ ე. გრანტი – „ოდესმე მაპატიებ?“, სემ როკუელი – „ვაის“ და ტიმოტე შალამე – „მშვენიერი ბიჭი“.