ბრიტანული ჯგუფის, THE CHEMICAL BROTHERS-ის ბილეთების პირველი კალათის გაყიდვა 21 აპრილს, 10:00 საათიდან დაიწყება
ბრიტანული ჯგუფის, THE CHEMICAL BROTHERS-ის ბილეთების პირველი კალათის გაყიდვა 21 აპრილს, 10:00 საათიდან დაიწყება

ბრიტანული ჯგუფის, THE CHEMICAL BROTHERS-ის ბილეთების პირველი კალათის გაყიდვა 21 აპრილს, 10:00 საათიდან დაიწყება.

პირველ ეტაპზე, ბილეთები შეზღუდული რაოდენობით არის გამოტანილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არის ყველაზე დაბალი ფასი, რასაც მომხმარებლები გადაიხდიან.

ერთ ადამიანს მაქსიმუმ ექვსი ბილეთის შეძენა შეუძლია.

SILVER RING-ის ღირებულება – 50 ლარი, GOLDEN RING-ის – 150 ლარი, ხოლო VIP-ის – 360 ლარი იქნება.

ორგანიზატორების განცხადებით, პირველი კალათის ბილეთების ამოწურვასთან ერთად, ამოქმედდება მეორე კალათა და ფასიც გაიზრდება.

ბრიტანული ჯგუფის კონცერტი პირველ სექტემბერს რუსთავის საერთაშორისო მოტოპარკში გაიმართება.