ბრიტანული ფუნტი ბოლო 40 წლის განმავლობაში დოლართან მიმართებაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა
ბრიტანული ფუნტი ბოლო 40 წლის განმავლობაში დოლართან მიმართებაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა

ბრიტანული ფუნტი ბოლო 40 წლის განმავლობაში დოლართან მიმართებაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ინფორმაციას „სქაინიუსი” ავრცელებს.

როგორც მედია წერს, დღეს ბრიტანული ფუნტის ღირებულებამ 1,1407 დოლარი შეადგინა, რაც 1985 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

„სქაინიუსის” ცნობით, წელს ფუნტმა დოლართან მიმართებაში 15%-ზე მეტი დაკარგა, რაც გამოიწვია როგორც დოლარის გამყარებამ, ასევე დიდი ბრიტანეთის ცუდმა ეკონომიკურმა პერსპექტივამ.

ბრიტანეთში ინფლაცია „დიდი შვიდეულის” ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალია და ანალიტიკოსები თვეების განმავლობაში წინასწარმეტყველებდნენ რეცესიას.

„მაგრამ ახლა, როდესაც ლიზ ტრასმა შეცვალა ბორის ჯონსონი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, მან მკაფიოდ განაცხადა, რომ სურს, შეამციროს გადასახადები და დაეხმაროს ხალხს, გაუმკლავდეს ენერგიის სწრაფად მზარდ გადასახადებს”, – წერს „სქაინიუსი”.