ბრიტანული ფუნტი სტერლინგი გაუფასურებას განაგრძობს და ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად მინიმალურ მაჩვენებელს მიაღწია
ბრიტანული ფუნტი სტერლინგი გაუფასურებას განაგრძობს და ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად მინიმალურ მაჩვენებელს მიაღწია. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ინვესტორები შიშობენ, რომ 31 ოქტომბერს ბრიტანეთი ევროკავშირს შეთანხმების გარეშე დატოვებს.
ბოლო ოთხი დღის განმავლობაში, ფუნტი თითქმის 3 პროცენტით დაეცა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ მისი მთავრობა ეცდება ევროკავშირთან უკეთეს პირობებზე აწარმოოს მოლაპარაკებები, თუმცა თუ ამას ვერ მიაღწევს, ბორის ჯონსონი ორგანიზაციის შეთანხმების გარეშე დატოვებას არ გამორიცხავს.
ბოლოს ფუნტი ზედიზედ ოთხი დღის განმავლობაში 2016 წლის ოქტომბერში დაეცა. ეს სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ბრიტანეთმა ევროკავშირის დატოვების პროცედურა ოფიციალურად დაიწყო.