ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის ძალებმა ომის პირველი დღის სამხედრო მიზნებს სავარაუდოდ, ვერ მიაღწიეს
ბრიტანული დაზვერვის ცნობით, რუსეთის ძალებმა ომის პირველი დღის სამხედრო მიზნებს სავარაუდოდ, ვერ მიაღწიეს.
„ბიბისის“ ცნობით, სადაზვერვო ცნობებს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
თავდაცვის უწყების ცნობით, დიდი ალბათობით, ჩერნობილის ბირთვული ელექტროსადგურის ტერიტორია რუსეთის ძალებმა დაიკავეს, ხოლო არსებული ცნობებით, ობიექტის თანამშრომლები რუსი სამხედროების მიერ არიან დაკავებული.
ამასთან, ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის არმიამ მოიგერია რუსული დანაყოფების შეტევა ჩერნიგოვზე.
თუმცა, როგორც თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, მოსკოვისთვის ყველაზე შემაშფოთებელი უნდა იყოს ის, რომ სავარაუდოდ, რუსეთმა ვერ მიაღწია პირველი დღისთვის დასახულ სამხედრო მიზნებს.
ბრიტანული მხარე აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსულ სამხედრო დანაყოფებს მწვავე წინააღმდეგობა გაუწიეს.