ბრიტანული ავიამზიდი „დედოფალი ელისაბედი“ მშრალ დოკზე რემონტისთვის დაბრუნდება
ბრიტანული ავიამზიდი „დედოფალი ელისაბედი“ მშრალ დოკზე რემონტისთვის დაბრუნდება. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, საზეიმო ვითარებაში გაშვებიდან ორი კვირის შემდეგ, ბრიტანულ ავიამზიდზე გაჟონვა აღმოაჩინეს.
პრობლემის გამო, სამხედრო ხომალდზე საათის განმავლობაში 200 ლიტრა ზღვის წყალი ხვდება.
სამეფოს სამხედრო-საზღვაო ძალების პრესსპიკერის თქმით, აღდგენითი სამუშაოები ახალი წლისთვის ხომალდის წყალში გაშვებას არ შეაფერხებს.
ბრიტანული მედია წერს, რომ გემის აღდგენას რამდენიმე მილიონი ფუნტი დაჯდება. ბრიტანული ავიამზიდის სიგრძე 284 მეტრია, წყალწყვა კი 70 ათასი ტონაა.
ავიამზიდის წყალში გაშვებას ბრიტანეთის დედოფალი პირადად ესწრებოდა.