ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 12 დეკემბერს გაიმართება
დიდი ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 12 დეკემბერს გაიმართება. შესაბამისი გადაწყვეტილება გაერთიანებული სამეფოს საკანონმდებლო ორგანოში მიიღეს. ვადამდელი არჩევნების გამართვას მხარი 438-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 20.
შეგახსენებთ, რომ ვადამდელი არჩევნების გამართვის ინიციტივით დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მას შემდეგ გამოვიდა, რაც საკანონმდებლო ორგანომ, მის მიერ ბრექსიტის შესახებ ევროკავშირთან მიღწეულ შეთანხმება არ დაამტკიცა.
მოგვიანებით, ევროკავშირმა ბრექსიტის პროცესი სამი თვით გაახანგრძლივა.
თემთა პალატის მიერ ვადამდელი არჩევნების 12 დეკემბერს დანიშვნა, იმას ნიშნავს, რომ ვადამდელი კენჭისყრა, სავარაუდოდ ბრექსიტამდე, ანუ გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლამდე გაიმართება.