ბრიტანელმა სამართალდამცველებმა სამი წლის ბავშვზე ქიმიური მჟავით განხორციელებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილები დააკავეს. ისინი 22, 25 და 26 წლის მამაკაცები არიან. მცირეწლოვანზე თავდასხმა შაბათს ქალაქ უორსესტერში მოხდა. მას სახისა და ზედა კიდურების მძიმე ფორმის დამწვრობა აქვს მიღებული.
ბავშვი ამ დროისთვის მკურნალობას უკვე სახლში განაგრძობს. ბოლო პერიოდში დიდ ბრიტანეთში მჟავით თავდასხმის შემთხვევებმა იმატა, რის გამოც ხელისუფლებამ კოროზიული ნივთიერებების რეალიზაცია გაამკაცრა.