ბრიტანეთში რუსეთის ელჩი - ვითხოვთ სერგეი სკრიპალთან შეხვედრას, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ის ცოცხალია
რუსეთი სერგეი სკრიპალთან შეხვედრას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება ბრიტანეთში რუსეთის ელჩმა, ალექსანდრ იაკოვენკომ გააკეთა.
„ამას ითვალისწინებს ვენეციის კომისია. დღეს მისი ხმა არავის გაუგია, არავის უნახავს მისი ფოტო, არავინ იცის როგორ მდგომარეობაში იმყოფება, ამიტომ კონვენციასთან შესაბამისობაში, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ადამიანი ცოცხალია, რომ ყველაფერი რიგზე აქვს. იმ შემთხვევაში, თუ ის გვეტყვის, რომ ჩვენი დახმარება არ სჭირდება, ჩვენ დავხურავთ ამ ისტორიას”,- განაცხდა ელჩმა.
შეგახსნებთ , სერგეი სკრიპალი სოლსბერის საავადმყოფოდან დღეს გაწერეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი.