ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის 39 716 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 159 ინფიცირებული
დიდ ბრიტანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 39 716 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 159 ადამიანი გარდაიცვალა.
დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის ახალი ვარიანტის, „ომიკრონის“ რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საერთო ჯამში ქვეყანაში „ომიკრონის“ 13 შემთხვევაა გამოვლენილი.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, ჯერ ლოკდაუნის საკითხი არ განიხილება, თუმცა მთავრობა და ჯანდაცვის სისტემა აქტიურად აკვირდება ვირუსის ახალი ვარიანტის გავრცელების დინამიკას.