ბრიტანეთში კორონავირუსის 25 308 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 1 725 პაციენტი გარდაიცვალა
ბრიტანეთში კორონავირუსის 25 308 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 1 725 პაციენტი გარდაიცვალა

დიდ ბრიტანეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 25 308 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით 1 725 პაციენტი გარდაიცვალა. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქვეყანაში 7.16 მილიონი ადამიანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით უკვე აიცრა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, დიდ ბრიტანეთში ვირუსი 3.7 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. მათ შორის, ვირუსით 102 ათასზე მეტი ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.

დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მდივანმა, პრიტი პატელმა მოგზაურობასთან დაკავშირებული დამატებითი შეზღუდვების შესახებ გააკეთა განცხადება. როგორც პატელი აცხადებს, ქვეყნის დატოვებისას ბრიტანელებს მოგზაურობის მიზეზების წერილობით ახსნა მოუწევთ.