ბრიტანეთში ჩატარებული გამოკითხვით, რეფორმების პარტიის ლიდერი ნაიჯელ ფარაჯი მოქმედ პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკს უსწრებს
ბრიტანეთში ჩატარებული გამოკითხვით, რეფორმების პარტიის ლიდერი ნაიჯელ ფარაჯი მოქმედ პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკს უსწრებს.
გამოკითხვა გამოცემა „თაიმსისთვის“ „იუგოვმა“ 12-13 ივნისის პერიოდში ჩაატარა, მასში მონაწილეობას 2 ათასი ადამიანი იღებდა. გამოკითხულთა 19% ნაიჯელ ფარაჯს უჭერს მხარს, 18% – კონსერვატიულ პარტიას; ოპოზიციურ ლეიბორისტთა პარტიას კი 37%-იანი მხარდაჭერა აქვს.
ცნობისთვის, ნაიჯელ ფარაჯი ბრიტანეთში განსაკუთრებით ცნობილი ბრექსიტის კამპანიით იყო. ფარაჯი მემარჯვენეა, მისი პოლიტიკური გუნდი უფრო მკაცრი საემიგრაციო ზომების გატარებას უჭერს მხარს. ბრიტანეთში არჩევნები 4 ივლისსაა დაგეგმილი.