ბრიტანეთში, აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში დონალდ ტრამპმა სამეფო ოჯახის წევრებს უმასპინძლა
გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში პრინც ჩარლზსა და მის მეუღლეს, კორნვოლის ჰერცოგინიას უმასპინძლეს.
მიღებას ასევე ესწრებოდა პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი მეუღლესთან ერთად. დონალდ ტრამპმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში სულ 60-მდე სტუმარი მიიღო.
დღეს, ვიზიტის ბოლო დღეს, დონალდ ტრამპი პორტსმუთში გაემგზავრება, სადაც ტერეზა მეისთან ერთად ნორმანდიაში მოკავშირეთა ძალების გადასხმის დღის აღსანიშნავად, ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.
ამის შემდეგ აშშ-ს ლიდერი ირლანდიაში გაემგზავრება, სადაც პრემიერ-მინისტრ ლეო ვარადკართან მოლაპარაკებას გამართავს.