ბრიტანეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 798-ს შეადგენს
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 798-მდე გაიზარდა.
გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლინდა 208 ახალი შემთხვევა. აღნიშნული დაავადების შედეგად კი, 10 ადამიანი დაიღუპა.
ჯანდაცვის დეპარტამენტის ცნობით, ახალი ტიპის კორონავირუსზე ტესტი 33 ათასამდე მოქალაქეს ჩაუტარდა.