ბრიტანეთმა ვლადიმერ პუტინის ახლო გარემოცვას, მათ შორის, ალინა კაბაევას და რუსეთის პრეზიდენტის ყოფილ მეუღლეს, ლუდმილა შკრებნევას სანქციები დაუწესა.
გავრცელებული ცნობით, ბრიტანეთის სანქციების სიაში ასევე მოხვდნენ ალინა კაბაევას ბებია, ანა ზაცეპილინა, პუტინის სამი ნათესავი და მისი ქალიშვილის ნათესავები.
აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დოკუმენტში აღნიშნულია ალინა კაბაევას ბებიის კავშირები გენადი ტიმჩენკოსთან. თავად გენადი ტიმჩენკო მილიარდერია, რომელიც პუტინის ახლო წრის წევრად განიხილება.