გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს, რომელმაც ბრექსითის შემდგომ ლონდონსა და ბრიუსელს შორის სავაჭრო ურთიერთობები უნდა დაარეგულიროს.
ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ბრექსითის გარდამავალი პერიოდი 31 დეკემბერს იწურება, რის შემდეგაც გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს საბოლოოდ გამოეთიშება.
სავაჭრო შეთანხმებაზე მრავალთვიანი მოლაპარაკების არაერთი რაუნდი ამ დრომდე წარუმატებლად სრულდებოდა. რა კომპრომისის მიღწევა შეძლეს მხარეებმა, ამ ეტაპზე უცნობია.
დეტალები უახლოეს პრესკონფერენციაზე გახდება ცნობილი.