ბრიტანეთის სპეცსამსახურების ანგარიშის თანახმად, რუსეთს საბრძოლო მასალა ეწურება
ბრიტანეთის სპეცსამსახურების ანგარიშის თანახმად, რუსეთს საბრძოლო მასალა ეწურება.
„რუსეთის მოსალოდნელი სამხედრო გამარჯვება, რაზეც მათი პროპაგანდისტული მანქანა ლაპარაკობდა, შორს არის და აშკარაა, რომ უკრაინის გაბედულმა ქმედებებმა ბრძოლის ველზე და კიბერსივრცეში სიტუაცია შეცვალა“, – განაცხადა ბრიტანეთის მთავრობის კომუნიკაციების ცენტრის ხელმძღვანელმა ჯერემი ფლემინგმა.
პარალელურად, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ ყოველდღიურ ანგარიშში დაწერა, რომ უკრაინაში შეჭრილი რუსეთის ჯარების სარდლად გენერალ სერგეი სუროვიკინის დანიშვნა, ოპერაციის წარმართვის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად, თუმცა მას შეიძლება, შეხვდეს წინააღმდეგობა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს „დაყოფილ და ცუდ რესურსებთან“.