ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა - რუსეთი მოხალისეებისგან არმიის კორპუსს ქმნის
რუსეთი მოხალისეებისგან არმიის კორპუსს ქმნის, – აღნიშნულის შესახებ ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა წერს თავის ყოველდღიურ ანგარიშში.
როგორც უწყება წერს, „დონბასზე შეტევებისა და უკრაინელების მხრიდან მოსალოდნელი კონტრშეტევების გამო, თავდაცვის გაძლიერების ფონზე, რუსი მეთაურები კვლავ კონკურენტული ოპერატიული პრიორიტეტების წინაშე აღმოჩნდებიან“.
„უკრაინაში ოპერაციის მხარდასაჭერად, რუსეთმა სავარაუდოდ თითქმის შექმნა სახმელეთო ძალების ახალი მთავარი ფორმირება, მე-3 არმიის კორპუსი, რომელიც ბაზირებულია მულინოში, ნიჟნი ნოვგოროდის რეგიონში, მოსკოვის აღმოსავლეთით. რუსეთი მე-3 არმიის შევსებას სავარაუდოდ ახლად შექმნილი მოხალისეების ბატალიონებიდან გეგმავს, რომელთა ფორმირება მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს და რომელთა შევსება ერთი და იგივე რაიონებიდან შეკრებილი მოხალისეებისგან მიმდინარეობს“, – ნათქვამია დაზვერვის განცხადებაში.
დაზვერვის ცნობით, როგორ წესი, რუსული არმიის კორპუსი 15-20 ათასი კაცისგან შედგება, მაგრამ სავარაუდოდ მოსკოვისთვის რთული იქნება ამ რაოდენობის მოხალისეების შეკრება, უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად მოსახლეობაში ენთუზიაზმის ნაკლებობის გამო.
ამასთან, ძალოვანი უწყების თქმით, ახალი კორპუსის ჩამოყალიბება ნაკლებად სავარაუდოა, რომ გადამწყვეტი იქნება უკრაინაში რუსეთის საომარი კამპანიისთვის.