ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ლიბანში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, ქვეყნის ტერიტორია დაუყოვნებლივ დატოვონ
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ლიბანში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, ქვეყნის ტერიტორია დაუყოვნებლივ დატოვონ.
„შემდეგი უახლოესი რეისით უნდა დატოვოთ ქვეყანა“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ლიბანში ბოლო რამდენიმე დღეა, მდგომარეობა უკიდურესად დაძაბულია. დღეს ბეირუთზე ისრაელის მიერ კიდევ ერთი იერიში განხორციელდა. არიან დაღუპულები და დაშავებულები. ისრაელის მედიის ცნობით, მათი სამიზნე ჰეზბოლას ლიდერი, ჰასან ნასრალა იყო. გავრცელებული ცნობებით, ჰასან ნასრალა ცოცხალია.