ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - რუსები დიალოგის იდეას თუ სერიოზულად ეკიდებიან, მათ ჯერ ჯარი უნდა გაიყვანონ უკრაინიდან
უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთთან მოლაპარაკებები ვერ იქნება, ვიდრე რუსეთს უკრაინაში ჯარი ჰყავს, – ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასიმ განაცხადა.
მისი თქმით, რუსები დიალოგის იდეას თუ სერიოზულად ეკიდებიან, მათ ჯერ ჯარი უნდა გაიყვანონ უკრაინიდან.
„ისინი ვერ შეძლებენ მოლაპარაკების წარმოებას უკრაინელებისთვის მიბჯენილი იარაღის ფონზე. ასე რომ, სიმართლე რომ ვთქვა, მე არ ვენდობი ამ ე.წ. მოლაპარაკებების ძალისხმევას“, – განაცხადა ლის ტრასმა.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკვე შეადგინა ოლიგარქების სია, რომლებიც დარტყმის ქვეშ მოხვდებიან და ეს სია მუდმივად განახლდება.