ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელსა და „ჰეზბოლას“ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელსა და „ჰეზბოლას“ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლემი ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტის მოწოდებით გამოდის.

„დღეს მოვუწოდებ ორივე მხარეს, ცეცხლი დაუყოვნებლივ შეწყვიტონ“, – აღნიშნა ბრიტანეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა საინფორმაციო სააგენტო „როიტერთან“ საუბრისას.

აღნიშნული განცხადება დევიდ ლემიმ ამერიკელ, ფრანგ და იტალიელ კოლეგებთან მოლაპარაკებების შემდეგ გააკეთა, რომელიც საფრანგეთში გაიმართა.

„ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ გვსურს, მივიღოთ მოლაპარაკებებზე დაფუძნებული პოლიტიკური გადაწყვეტა, რათა ისრაელელებს შეეძლოთ სახლებში დაბრუნება და, შესაბამისად, ლიბანელებიც დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში“, – განაცხადა ლემიმ.