ბრიტანეთის საბჭომ პროგრამის - „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ ფარგლებში საქართველოში ხუთი წარმატებული პარტნიორობა შეარჩია
ბრიტანეთის საბჭო პროგრამის – „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ ფარგლებში თბილისში შეხვედრას მართავს.
პროგრამის ფარგლებში ბრიტანეთის საბჭო 35 ახალ პარტნიორულ თანამშრომლობას 50 000 გირვანქა სტერლინგის ოდენობით დააფინანსებს. საქართველოში ხუთ წარმატებული პარტნიორობა შეირჩა. აღნიშნული ინიციატივა ხორციელდება პროგრამაში ჩართული ქვეყნების შემოქმედებითი სექტორის მხარდასაჭერად.
„შემოქმედებითი ნაპერწკალი“ მიზნად ისახავს, მომავალ თაობას მისცეს შესაძლებლობა, განივითაროს საჭირო უნარები და დასაქმების მსოფლიო ბაზარზე გახდეს კონკურენტუნარიანი.